ბიბლიური არქეოლოგია



ეგვიპტური ეტლის ნაშთები მეწამული ზღვის ფსკერზე

ყველასთვისაა ცნობილია, რომ 1947 წელს ბედუინმა მწყემსებმა შემთხვევით აღმოაჩინეს უძველესი გრაგნილები, რომელიც ''მკვდარი ზღვის გრაგნილებითაა'' ცნობილი. სულ შვიდი გრაგნილი და პატარა ნაგლეჯები, რომელიც თიხის ქოთანში იყო შენახული. როდესაც მწყემსების შუამავალმა მათი სახელით გაყიდა გრაგნილები, ის აკადემიური წრეების ყურადღების ქვეშ მოექცა. გამოკვლევების შემდეგ კიდევ 11 გამოქვაბულში აღმოჩნდა გრაგნილები. საერთო ჯამში აღმოჩნდა 800-ზე მეტი დოკუმენტი, რომელსაც დღემდე სწავლობენ მეცნიერები.
აღდგენილი ფრაგმენტებიდან და სხვა გრაგნილებიდან ირკვევა, რომ ეს დოკუმენტები წარმოადგენს ბიბლიის სრულ ტექსტს. ტექსტები ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე მისი წინამორბედი ივრითზე დაწერილი ბიბლიური ტექსტი. ბიბლიური ტექსტების გარდა ქუმრანში(ასე ჰქვია იმ ადგილს) აღმოაჩინეს სექტანტური დოკუმენტები, რომელიც ეკუთვნოდა ესეელთა სექტას. ესეელთა შესახებ ინფორმაციას იძლევიან ძველი ავტორები იოსებ ფლავიუსი და პლინიუს უფროსი. ესეელთა სექტის არსებობა ემთხვევა რომაელთა წინააღმდეგ ებრაელთა პირველ ამბოხს.
''მკვდარი ზღვის გრაგნილები'' ინახება ისრაელის იერუსალიმის მუზეუმსა და იორდანიის არქეოლოგიურ მუზეუმში.



შემდეგი არქეოლოგიური აღმოჩნა გახლავთ ''კაიაფას ძვალთშესალაგი''. სატვირთო მანქანამ შემთხვევით გადაუარა სამარხს და ჩაანგრია მისი სახურავი(1998 წ.). ამ ადგილზე აღმოჩნდა აკლდამა და პირველი მოძღვრის ძვლები, რომელიც განეკუთვნება იესოს დროინდელ ხანას. სიონის მთის ფერდობზე მდებარეობს დიდი სასაფლაო. მე-2 ტაძრის დროიდან (ჩვ.წ-მდე I ს.ჩვ. წ-ით I ს.) სამარხი გახლავთ ქვა სეიფი, რომელსაც
იყენებდნენ მეორადი დაკრძალვისას. თავიდან გვამი დადეს სამარხ ნიშაში. გახრწნის შემდეგ ძვლები შეკრიბეს და მოათავსეს სამარხში. სამარხს აწერია-იოსები კაიაფას შვილი.

No comments:

Post a Comment